ეს არის სანდომიანი, მიმზიდველი არსება, რომელიც გამუდმებით მზადაა ანცობისა და თამაშისთვის. მის პატრონს ძალზე ცოტა დრო ეკარგება ბიგლის მოვლასა და ვარჯიშზე . ბიგლების ხროვა ტრადიციულად გამოიყენებოდა კურდღელზე სანადიროდ, რომელსაც ეს ძაღლები სუნის აღებით აგნებენ და ამას დიდი ენთუზიაზმითაც აკეთებდნენ. შესაძლოა, მისი სახელი წარმოდგება კელტური სიტყვიდან ბეაგ, რაც პატარას ნიშნავს, ანდა, ფრანგული ბეგუეულე-დან, რაც წინდახედულს გამოხატავს. ამ ძაღლის თანამედროვე ჯიში საგრძნობლად დიდი ტანისაა ძველ ფორმებთან შედარებით, რომლებსაც ხშირად ხურჯინებითაც კი ატარებდნენ. ბიგლის ძლიერი ხელი სჭირდება, რადგან ეს ძაღლები თავნებები არიან და ყოველთვის ადვილი როდია მათი წვრთნა. როცა მათთვის საინტერესო სუნს აიღებენ, ძნელი ხდება მათი მართვა. ბიგლის გლუვი, მოკლე ბეწვის კარგ მდგომარეობაში შენარჩუნება ადვილია. დავარცხნეთ მაგარი ჯაგრისით და საჭიროების შემთხვევაში გაწმინდეთ მშრალი შამპუნით ან დაბანეთ რბილი საპნით.

მონაცემები
წარმოშობა - დიდი ბრიტანეთი
მთავარი დანიშნულება - ნადირობა
ტემპერამენტი - ფხიზელი, ზოგჯერ ფიცხი
სიც. ხანგრძლივობა
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - ზომიერი
მოდარაჯე - საშუალო
ფხიზელი და დაკვირვებული ბიგლები იშვიათად ავლენენ აგრესიას და ძალიან უყვართ ბავშვები. ეს მხიარული ძაღლები კარგად უმეგობრდებიან ადამიანებს, ამიტომაც არიან ოჯახის საყვარელი ცხოველები. ყველაზე ცნობილი ბიგლი არის ”სნუპი” _ გახმაურებული კომიქსიდან ”არაქისი”.
რჩევა:
ბიგლის უყვარს ხეტიალი, ასე რომ, აუცილებლად იქონიეთ მყარი ღობე.
ბიგლები დიდხანს იყეფებიან, რაც, შესაძლოა, გამაღიზიანებე

No comments:
Post a Comment