
შპიცების ჯგუფის წარმომადგენელ ციმბირულ ჰასკის მძიმე ტვირთის დიდ მანძილზე გადატანა და წარმოუდგენლად რთული ლანდშაფტის გავლა შეუძლია . თავისი სისწრაფითა და ენერგიით ცნობილი ჰასკი ხშირად მიჰყავთ პოლარულ ექსპედიციებში. ეს ძაღლები წარმოშობით ციმბირიდან არიან, სადაც მომთაბარე ჩუქჩებმა მარხილებში შესაბმელად და ჩრდილოეთის ირმების სამწყემსავად მოაშენეს. ეს მეგობრული ძაღლები ნაკლებად იყეფებიან და მოდარაჯე ძაღლებად არ ვარგა, მაგრამ მათი მგლური გარეგნობა მაინც აშინებს უცხო ადამიანს. დამჯერ და ალერსიან ჰასკის მოსწონს ოჯახებში ცხოვრება და კარგად ეგუება ბავშვებს. წელიწადში ორჯერ თივთიკი უხვად სცვივათ და ამის გამო განსაკუთრებული მოვლა სჭირდებათ. ბანაობა ძირითადად არ ესაჭიროებათ, რადგან მათ ბეწვს ჭუჭყი თითქმის არ ეკარება. საკმარისია დროდადრო მშრალი შამპუნით გასუფთავება.

ფუნჯის ფორმის; როცა რაღა-ცას აკვირდება, კუდი ნამგალივით მორკალული და ზურგისკენ აზიდული აქვს, როცა მშვიდად არის – ჩამოშვებული.
ფეხები
წინა ფეხები სწორი და პარალელურად განლაგებულია, უკანა ფეხები მაგრად დაკუნთული და ძლიერი.
ტანი
ძლიერი და კომპაქტური, განიერი გულმკერდითა და ამაყად მოღერებული კისრით.
თათები
დიდი, თათები აქვს, რომელთაც ქათქათა ბეწვის გამო `თოვლის ფეხსაცმელს~ უწოდებენ. თითებს შორის ეზრდება ბეწვი, რომლის მეშვეობითაც ყინულზე ფეხი არ უსრიალდება.
ბეწვი
ნებისმიერი ფერის, თეთრი ლაქებით.
თვალები
ყავისფერი, ცისფერი ან მუქი თაფლისფერი; ხშირია, როცა ძაღლს სხვადა-სხვა ფერის თვალი აქვს.
სახე
საშუალო სიგრძისა და სიგანის, ცხვირისკენ თანდათან დავიწროებული; მეგობრული და ცნობისმოყვარე გამომეტყველებით.
ცხვირი
ჩალისფერ ან შავ ძაღლებს აქვთ შავი ან რუხი ფერის ცხვირი; სპილენძისფრებს – ღვიძლისფერი, ხოლო ქათქათა თეთრებს – ხორცისფერი.

No comments:
Post a Comment