როტვეილერი

           როტვეილერი
ძლი­ერ­სა და ჩას­კვნილ როტ­ვე­ი­ლერს სა­შუ­ა­ლო ზო­მის სახ­ლი და გა­მო­უც­დე­ლი პატ­რო­ნი არ შე­ე­ფე­რე­ბა. ის ეფექ­ტუ­რი მცვე­ლი ძაღ­ლი­ა, მაგ­რამ გა­მოც­დი­ლი მწვრთნე­ლი ესა­ჭი­რო­ე­ბა . ამ ჯი­შის შო­რე­უ­ლი წი­ნაპ­რე­ბი რო­მა­ელ­მა მე­ომ­რებ­მა, რო­დე­საც არ­მია უკან იხევ­და, მთელ ევ­რო­პა­ში უპატ­რო­ნოდ მი­ა­ტო­ვეს. სამ­ხრეთ გერ­მა­ნი­ა­ში, როტ­ვე­ი­ლერის რე­გი­ონ­ში მას­ტი­ფის ტი­პის ეს ძაღ­ლე­ბი მეცხ­ვა­რულ ძაღ­ლებ­თან შე­აჯ­ვა­რეს, რომ მი­ე­ღოთ ჯი­ში, რო­მე­ლიც ნა­ხი­რის მწყემ­სვა­სა და დაც­ვას შეძ­ლებ­და. როტ­ვე­ი­ლე­რებს ყას­ბის ძაღ­ლებ­საც უწო­დებ­დნენ, რად­გან ური­კე­ბით დაჰ­ქონ­დათ ხორ­ცი ბაზ­რო­ბებ­ზე. სწო­რად გაწ­ვრთნი­ლი როტ­ვე­ი­ლე­რე­ბი ერ­თგუ­ლი, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, შე­უც­ვლე­ლი კომ­პა­ნი­ო­ნე­ბი არი­ან. გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან გო­ნი­ე­რე­ბით, რაც სა­პო­ლი­ცი­ო, სამ­ხედ­რო და სა­ბა­ჟო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მრა­ვალ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბით და­ამ­ტკი­ცეს. მი­სი წვრთნა ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე უნ­და და­იწყ­ოთ, ყუ­რადღ­ე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, რომ არ გა­ავ­დეს.

გლუ­ვი, პრი­ა­ლა ბეწ­ვი ად­ვი­ლი მო­სავ­ლე­ლი­ა. და­ვარ­ცხნეთ მა­გარ­ი ჯაგ­რი­სით და და­ბა­ნეთ მხო­ლოდ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში. გაწ­მინ­დეთ ზამ­შით, რომ მის­მა ბეწ­ვმა იბ­ზი­ნოს.

მონაცემები:
წარმოშობა - გერმანია
მთავ. დანიშნულება - ნადირობა, მწყემსვა
ტემპერამენტი - მამაცი, გონიერი, სანდო
სიც. ხანგრძლივოვა - 9-12 წელი
მოვლა - დროდადრო ვარცხნა
ვარჯიში - რეგულ. ინტენსიური
მოდარაჯე - შესანიშნავი

ფე­ხე­ბი
წი­ნა ფე­ხე­ბი ძლი­ე­რი და სწო­რი 
აქვს, უკა­ნა – გრძე­ლი, ფარ­თო, და­კუნ­თუ­ლი და ღო­ნი­ე­რი.

ბეწ­ვი
სქე­ლი, სა­შუ­ა­ლო სიგ­რძის ბალანი ფა­რავს ნაზ თივთიკს და ყო­ველ­თვის შა­ვია – ჩა­ლის­ფე­რი ან მა­ჰა­გო­ნის­ფე­რი ლა­ქე­ბით.
თათები
Mმრგვა­ლი და კომ­პაქ­ტუ­რი შე­სამ­ჩნე­ვად ამო­ბურ­ცუ­ლი თითებით, სქე­ლი ბა­ლი­შე­ბით.

1 comment: