ტაქსა

ეს უჩ­ვე­უ­ლო `სო­სი­სე­ბის~ ბეწ­ვის შე­ფე­რი­ლო­ბა და ტექ­სტუ­რა, აგ­რეთ­ვე სხე­უ­ლის ზო­მე­ბი, ფრი­ად მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი­ა. რო­გორც ჩანს, ეს პა­ტა­რა, ღო­ნი­ე­რი ტაქ­სა ბევ­რის გე­მოვ­ნე­ბას აკ­მა­ყო­ფი­ლებს , მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ძაღ­ლის პატ­რო­ნებს - ყვე­ლას სა­კუ­თა­რი, მოთხ­ოვ­ნე­ბი აქვს. ეს არ­სე­ბა (მი­სი სა­ხე­ლი დაკ სუნდ, მაჩ­ვებ­ზე მო­ნა­დი­რეს ნიშ­ნავს) გერ­მა­ნი­ა­ში მრა­ვა­ლი ასე­უ­ლი წლის წინ წარ­მო­იშ­ვა. ტაქ­სა გა­მო­იყ­ვა­ნეს სო­როს ბი­ნა­დარ ცხო­ვე­ლებ­ზე სა­ნა­დი­როდ. მას მოკ­ლე ფე­ხე­ბით უნ­და გა­ეთხ­ა­რა სო­რო და მი­სი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლი გა­მო­ე­დევ­ნა. უფ­რო მომ­ცრო ტაქ­სა კურ­დღელ­სა და ყარ­ყუმ­ზე სა­ნა­დი­როდ გა­მო­იყ­ვა­ნეს. არ­სე­ბობს ამ მა­მა­ცი და უნი­ვერ­სა­ლუ­რი ძაღ­ლის ორი სა­ხეს­ხვა­ო­ბა: სტან­დარ­ტუ­ლი და მი­ნი­ა­ტიუ­რუ­ლი და ორი­ვეს თა­ვის ზო­მას­თან შე­და­რე­ბით ხმა­მა­ღა­ლი ყე­ფა შე­უძ­ლი­ა, რი­თაც შე­სა­ნიშ­ნა­ვად აფ­რთხობს და­უ­პა­ტი­ჟე­ბელ სტუმ­რებს. ცქვი­ტი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ტაქ­სა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გო­ბა­რია და თუ­კი სა­თა­ნა­დოდ გაწ­ვრთნით, საკ­მა­ოდ მორ­ჩი­ლი ძაღ­ლი დად­გე­ბა.


მონაცემები
წარმოშობა - გერმანია
მთავარი დანიშნულება - ნადირობა
ტემპერამენტი - ცნობისმოყვარე, ხალისიანი
სიც. ხანგრძლივობა - 15 წელი
მოვლა - რეგულარული ვარცხნა
ვარჯიში - მუდმივი, ზომიერი
მოდარაჯე -კარგი

ხვადი
15-20 სმ
5-15 კგ

ძუ
15-20 სმ
5-15 კგ

No comments:

Post a Comment