
ენერგიული და მხიარული დალმაციელი შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც მის სავარჯიშოდ და გასაწვრთნელად საკმარისი დრო აქვს . მისი გარეგნობა ყველას აღაფრთოვანებს, მაგრამ ამ ძაღლს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღირსებებიც აქვს. დალმატინელის წარმოშობა გაურკვეველია, მაგრამ ცნობილია, რომ XIX საუკუნის ევროპასა და ბრიტანეთში მათი ძირითადი ფუნქცია ცხენებშებმული ეტლის გვერდით სირბილი და მძარცველებისგან მგზავრების დაცვა იყო. ეს ძაღლი მღრღნელების გამანადგურებლადაც ჰყავდათ. ხალისიან და ცელქ დალმატინელებს ძალიან უყვართ ბავშვები და მათგანაც იმავეს გრძნობენ, სიამოვნებთ პატრონებთან ერთად ყოფნაც.

დალმატინელები საკმაოდ მგრძნობიარეები არიან, ასე რომ, მათი წვრთნისას საჭიროა მოთმინება, დაყვავება, მაგრამ თანამიმდევრულობა.
ამ ჯიშისთვის აუცილებელია ბევრი და ინტენსიური ვარჯიში. სურათზე გამოსახულ ამ დაკუნთულ დალმატინელს პოინტერის აგებულება აქვს, რომელსაც, სავარაუდოდ, ენათესავება.
No comments:
Post a Comment