
ლაბრადორ რეტრივერი
მამაცმა, ერთგულმა და შრომისმოყვარე ლაბრადორ რეტრივერმა მსოფლიო პატივისცემა მოიპოვა საქმისადმი თავდადებით. ის ასევე ოჯახის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ცხოველად ითვლება
ამ ჯიშის წარმოშობის ადგილია კანადის შტატი, ნიუფაუნდლენდი, სადაც მისი წინაპრები მეთევზეებს ეხმარებოდნენ მუშაობაში. შემდგომში მარხილის შესანიშნავი მზიდავები, -წერილების დამტარებლები, და საერთოდ, კარგი მუშა ძაღლები გახდნენ. ლაბრადორების ერთ-ერთი თვისება, რასაც დღესაც ავლენენ, არის მზადყოფნა – წყალში შევარდეს. ამ ჯიშს წინაპრებისგან გამოჰყვა და შემორჩა მოკლე ბეწვი, რომლის მოვლა ძალზე ადვილია. უფრო გრძელი ბეწვი ყინულს მიიკრავდა ისეთ სუსხიან ზამთარში, როგორიც მის მშობლიურ კანადაში იცის. XIX საუკუნეში პირველი ლაბრადორ რეტრივერები წაიყვანეს ინგლისში, სადაც მათ მაშინვე მოიპოვეს კეთილგანწყობა, როგორც კომპანიონებმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სწრაფად გაიზარდა მოთხოვნა მონადირე ძაღლებზე. საუკუნის დასასრულისთვს, როდესაც კანადიდან ჯიშების ჩამოყვანა გაძნელდა, დაიწყეს მისი შეჯვარება რეტრივერის სხვა ჯიშებთან, რისი მიზანიც მათი ყნოსვის გაუმჯობესება იყო.
კეთილი, მეგობრული თვალები მუდამ თქვენდამი კარგ განწყობას, გონიერებასა და სიფხიზლეს გამოხატავს. შავ და ყვითელ ლაბრადორებს აქვთ ყავისფერი თვალები, ხოლო შოკოლადისფერებს – მუქი თაფლისფერი ან ყავისფერი.
ფეხები
წინა ფეხები ძლიერი, დაკუნთული და პროპორციული, უკანა ფეხები ფართო, დაკუნთული და კარგად განვითარებული.
კუდი
სქელი და მრგვალი კუდი ბოლოში წვრილდება; ადარებენ წავის კუდს.
ბეწვი
ხშირი და წყალგაუმტარი, მთლიანად შავი, ყვითელი, კრემისფერი, ოქროსფერი ან შოკოლადისფერი, ზოგჯერ მკერდზე თეთრი ლაქებით.
თათები
ძლიერი და კომპაქტური, შესამჩნევად ამობურცული თითებითა და კარგად განვითარებული ბალიშებით.
No comments:
Post a Comment