აკიტას უხეში, მოკლე ბეწვი საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, რადგან წელიწადში ორჯერ უხვად სცვივა. დავარცხნეთ მაგარი ჯაგრისით და დაბანეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, რათა არ დაკარგოს ბეწვის ბუნებრივი წყალგაუმტარობა.

წარმოშობა - იაპონია
მთავარი დანიშნულება - მონადირე
ტემპერამენტი - მამაცი, მოსიყვარულე
სიც. ხანგრძლივობა - 10-12 წელი
მოვლა - სისტ. ვარცხნა
ვარჯიში - ზომიერი
მოდარაჯე - ბრწყინვალე
ხვადი
66-71 სმ
34 -54 კგ
ძუ
61-66 სმ
34-50 კგ
ფეხები
წინა ფეხები მაგარძვლიანი და სწორი აქვს, უკანა – კარგად განვითარებული და დაკუნთული.
კუდი
სქელი, სიარულისას ზურგისკენ აზიდული, ერთ ან ორმაგ წრედ შეკრული.
ბეწვი
წყალგაუმტარი, ორმაგი; სტანდარტით დაშვებულია ნებისმიერი შეფერილობა და მკვეთრი, მუქი ფერის ლაქები.
თათები
სქელი ბალიშებით და აპკგადაკრული თითებით, რაც ეხმარება ცურვაში.
სახე
მასიური და ფართო; ფხიზელი და თავდაჯერებული გამომე-ტყველებით.
თვალები
Mმუქი ყავისფერი, პატარა და ღრმად ჩამჯდარი.
ცხვირი
შავი ან ღია ფერის, ფართო ნესტოებით.
ტანი
დიდი და ღონიერი, სქელი, დაკუნთული კისრით და განიერი გულმკერდით
No comments:
Post a Comment